პოლიტიკა
დაღუპულია 16 საქონელი, დაავადებულია ერთი ადამიანი - ხონის სოფელში კარანტინი გამოცხადდა
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ციმბირის წყლული გავრცელდა.


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ცხოველების კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზი ერთი კვირის წინ სოფელ გუბში ე.წ. ციმბრის წყლულის გავრცელება გახდა, რომლის შედეგად 16 მსხვილფეხა პირუტყვი დაიღუპა, ხოლო ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანია დაავადებული.
ხონის გამგებლის, ჯემალ მებუკის განმარტებით, ადამიანის დაავადების მიზეზი, ციმბირის წყლულით დაავადებულ პირუტყვთან შეხება გახდა.
"საქმეში უკვე ჩართულია სურსათის სააგენტო და ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ციმბრის წყლული ისეთი დაავადება, რომელზეც შეუძლებელია მის გამოვლინებამდე გგემიური ვაქცინის გაკეთება.  ვაქცინა მხოლოდ დაფიქსირების შემდეგ კეთდება", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ჯემალ მებუკე.
მისი განმარტებით, აღნიშნული დაავადება სავარაუდოდ სოფელ გუბთან ახლომდებარე მაღლაკის დასახლებიდან გავრცელდა, სადაც ფერმაა. რაც შეეება, დაღუპულ ცხოველებს, ხონის მუნიციპალიტეტში განმატავენ, რომ მათი დაწვა მოხდა.
"უნდა მოხდეს სამარხების ჩაბეტონება. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ცხოველი დაეცა და დაიღუპა, რდაგან მისი გადაადგილება დაავადების გარცელების საშიშროების გამო არ შეიძლება", - განმარატვს ჯემალ მებუკე.
ციმბირის წყლული, იგივე ჯილეხი, მწვავე ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური ცხოველი, განსაკუთრებით - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან გამომწვევის შეჭრა უმთავრესად დაავადებული საქონლის მოვლისა და დაკვლის, დაცემული პირუტყვის გატყავებისა და დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს ხდება. დროული სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს.

Print