პოლიტიკა
ვანისა და ხონის არჩევნებში მონაწილეობაზე სამმა პარტიამ უარი თქვა
FaceBook
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში,  არჩევნებამდე 10 დღით ადრე, არჩევნებში მონაწილეობაზე  სამმა პარტიამ თქვა უარი. კანდიდატურები მოხსნეს "ქრისტიან-დემოკრატებმა" (გია ხალიჩავა), "პატრიოტთა ალიანსმა" (გერმანე ხურციძე) და "თავისუფალმა საქართველომ" (შოთა მაქაცარია).

28 აპრილის არჩევნებისთვის ახლა უკვე  6 პარტიაა დარეგისტრირებული.   

მმართველი გუნდიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძეა. შუალედურ არჩევნებში "ევროპულ საქართველოს" გიგი უგულავა წარმოადგენს.  პარტია "საქართველოს" გიორგი ლილუაშვილი წარმოადგენს. "ტრადიციონალისტებიდან" მაჟორიტარობისთვის ზურაბ ქართველიშვილი იბრძოლებს. "ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდან" მამუკა ტუსკაძე. შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელა საინიციატივო ჯგუფი - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავამ. მათი კანდიდატი ვასილ კოპალიანია. 

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართება. ოლქში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი,  გიორგი ლულიაშვილი,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ  დაინიშნა.

ცესკოს ინფორმაციით,ენჭისყრის პროცესი 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება,  სადაც ჯამში  48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print
თეგები: #არჩევნები 2018