პოლიტიკა
30 მარტს, პრემიერ-მინისტრი ხონისა და ვანის მაჟორიტარად გივი ჭიჭინაძეს წარადგენს
FaceBook
დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან"  გივი ჭიჭინაძეს ოფიციალურად წარდგენს. მაჟორიტარობის კანდიდატს პრემიერ-მინისტრი ჯერ ხონის, ხოლო შემდეგ ვანის ამომრჩევლებს წარუდგენს.  

გივი ჭიჭინაძე  იმერეთის გუბერნატორის პოსტს 2015 წლის თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტამდე  იკავებდა.

ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა.


ამავე თემაზე:

ხონისა და ვანის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატები

"ევროპული საქართველოდან" ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს

"ოცნებამ" ვანისა და ხონის მაჟორიტარად იმერეთის გუბერნატორი დაასახელა




Print