პოლიტიკა
"ევროპა ჩემი სახლიას" ბრალდებას ქუთაისის მერია პასუხობს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებას, მოსახლეობის აღწერის პოლიტიკური მოტივით გამოყენების მიზნით, ქუთაისის მერიის საბინაო სამსახური პასუხობს.
აღნიშნულ სამსახური ორგანიზაციის წარმომადგენელის, გია გოქაძეს ბრალდების დაგვიანებით გაჟღერებაზე მიუთითებენ და განმარტავენ, რომ მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ანუ ყოფილ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის ელექტორნული ბაზა ამ დრომდე არ არსებობდა.
"ადმინისტრაციულ ერთეულებში არ დაგვხვდა არანაირი ელექტრონული ბაზა, რომელიც მოსახლეობის სტატისტიკას აღწერს. არსებობდა მხოლოდ არასრულყოფილი ბაზა საოჯახო ბარათების სახით, რომელიც წლების წინ დაიგეგმა და პერიოდულად ხდებოდა მისი განახლება. საბინაო სამსახურის თანამშრომელები უკვე მეორე თვეა ახდენენ მოსახლეობის აღრიცხვასა და სოციალური ჯგუფების მიხედვით სტატისტიკის შედგენას, ასევე საბინაო ფონდის აღწერას," - აცხადებენ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში.
მათივე განმარტებით, ყოფილი ხელისუფლების დროს მუნიციპალიტეტები საარჩევნო მანქანას წარმოადგენდნენ, სადაც 10-დან 15-მდე თანამშრომლამდე იყო დასაქმებული.
"ჩვენ ვქმნით თანამედროვე მომსახურების სერვის ცენტრებს, სადაც 4-დან 7-მდე თანამშრომელი მუშაობს," - განმარტავენ საბინაო სამსახურში.
თეკლე მორგოშია

Print