პოლიტიკა
"ევროპული საქართველოდან" ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს
FaceBook
"ევროპული საქართველოდან" ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს.
პოლიტიკური პარტიის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია ხონის რაიონიდან დაიწყო.

"ევროპული საქართველოს" წევრები სოფელ საწულუკიძეოში მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობამ, გიგი უგულავას სოფელში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა, პარტიის ლიდერებისგან კი პრობლემების მოგვარების პირობა მიიღეს.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა.
Print