პოლიტიკა
რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისის მერია 32-მა თანამშრომელმა დატოვა
FaceBook
ქუთაისის მერია რეორგანიზაციის შედეგად 32-მა თანამშრომელმა დატოვა.
მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა ხუთი ააიპის და  ერთი შპს-ს ხელმძღვანელი,  მერიაში კი პოსტები  სამი სამსახურის უფროსმა შეინარჩუნა.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს კულტურის ააიპს - რევაზ თედორაძე.  "სპეციალურ სერვისებში" ხელმძღვანელ პოსტზე დაინიშნა  ზვიად მანდარია.
სპორტის ააიპში -  კობა ფხაკაძე. მადლიერების სახლში - თამთა ბაკურაძე, ბაღებში დავით წიტაიშვილი, ხოლო, შპს "ქართული ტრადიციებში" -  სოსო კუჭავა.

რაც შეეხება,  ქუთაისის მერიას, არქიტექტურის სამსახურის უფროსად ზვიად ჯავახია დაინიშნა, რომელიც მანამდე ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.  კულტურის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი კი,  სამსახურის გაუქმების შემდეგ ადმინისტრაციულ სამსახურში, კულტურის განყოფილების უფროსი გახდა.

მერიაში პოსტები,  ასევე,  შეინარჩუნეს სოციალურ საკითხთა და სამხედრო სამსახურების უფროსებმა.

ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად კი  პოსტებზე ახალი კადრები ჯერ არ დანიშნულან.


Print