პოლიტიკა
„ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია“ – პარლამენტი მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას ისმენს
FaceBook
საქართველოს პარლამენტში 4 საათზე მეტია მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას ისმენენ.

დეპუტატებს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

პრემირ-მინისტრობის კანდიდატმა მთავრობის პრიორიტეტად ადამიანი და მისი უფლებების დაცვა დაასახელა. მისივე თქმით, ქვეყნის მთავარ მიმართულებად კი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება.

"ჩვენი მთავრობის მთავარ ღირებულებად რჩება ადამიანი და მისი უფლებების დაცვა. ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი დიდი ხანია ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ საგარეო ვექტორი, ის განაპირობებს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას დეპუტატების შეკითხვები მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

სესიის განახლების შემდეგ, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებმა შეკითხვებს უნდა უპასუხოს, რომლის სარულების შემდეგაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

Print