პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით გოგისვანიძე აირჩიეს
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარტიის წევრი და საკრებულოს დეპუტატი, დავით გოგისვანიძე გახდა. პოსტზე მისი შერჩევა პრაიმერის წესით მოხდა.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარის არჩევას პარტიის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე და ლიდერები ესწრებოდნენ. 

"ევროპული საქართველო" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნული წევრებით დაკომპლექტდა. ამ დრომდე, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას გია თევდორაძე ასრულებდა.

დავით გოგისვანიძე მიმდირე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ვროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო.
Print