პოლიტიკა
"ევროპული საქართველო" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს პრაიმერის წესით აირჩევს
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს პრაიმერის (შიდა გამოკითხვის) წესით აირჩევენ.
კანდიდატურის შერჩევა 14 დეკემბერს, პარტიის ქუთაისის ოფისში მოხდება.

პრაიმერს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე დაესწრება. 

თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია პარტიის წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, დავით გოგისვანიძე, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობისთვის იბრძოდა. 

"ევროპული საქართველო"  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  პარტია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნული წევრებით დაკომპლექტდა. ამ დრომდე, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას გია თევდორაძე ასრულებდა.
Print