პოლიტიკა
წყალტუბოს მერმა მოადგილეები წარადგინა
FaceBook
წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მოადგილეები წარადგინა. ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი თავიანთი უფლებამლოსილების შესრულების უკვე შეუდგენენ.
"ეს კაცი ჩვენი თანაქალაქელებისთვის ცნობილია მისი პატიოსნებით, ოჯახისშვილობით, საქმისადმი ერთგულებით, იმედი მაქვს ჩვენი თანაშრომლობა იქნება ნაყოფიერი და სასარგებლო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის" - განარტა წარდგენისას გრიგოლ იოსელიანმა.

მაისურაძე 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იყო.
რაც შეეხება, ალექსანდრე დადუნაშვილს, მას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის პოსტი 2006 წლიდან ეკავა. მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან კი დაინიშნა მერის მოადგილის თანამდებობაზე.

"ალექსანდრე დადუნაშვილს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, ის არის უზადოდ განათლებული, პასუხისმგებლობით აღსავსე და ჩვენი გუნდის რჩეული ამ პოზიციაზე" - განაცხადა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

Print