პოლიტიკა
„ვებრძოდი წინა რეჟიმს“- გიორგი ფოფხაძე
FaceBook
ვებრძვი და ვამხელ უსამართლობას, - განაცხადა სახალხო დამცველის პოსტზე ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ფოფხაძემ.

მისი კანდიდატურა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" მიერ იყო წარმოდგენილი.

პარლამენტი, დღეს სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას და გიორგი ფოფხაძის კანდიდატურებს უყრის კენჭს. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებებითა და სამოქმედო გეგმებით უნდა წარდგნენ.

გიორგი ფიფხაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საკუთარ წვლილს წინა ხელისუფლების მხილების საკითხში. "ვებრძოდი წინა რეჟიმს და დიდი წვლილი მაქვს მის მხილებაში, მე ვარ პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების ერთ- ერთი მონაწილე. წვლილი მიმიძღის ყველაზე მაღალი ღირებულების პატიმართა სიცოცხლის გადარჩენის საქმეში. ამიტომ ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება პატიმართა დაცვა", -აღნიშნა მან.

ფოფხაძეს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში რეალურადაა დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები "დღეს საქართველოში არ ყავთ პოლიტმატიმრები...არ აწამებენ და აუპატიურებენ პატიმრებს", - აღნიშნა მან.

"ჩემს მუშაობაში მთავარი მიმართულებები იქნება პირველ რიგში შრომის კოდექსი,ეს არის ყველაზე მთავარი რაც ამ წუთში ჩვენ გვჭირდება, ასევე მძიმე სოციალურ ფონზე მუშაობა,რელიგიური და ნებისმიერი უმცირესობების დაცვა, უმრავლესობების დაცვა და ნებისმიერი ადამიანების უფლებების დაცვა, ვნახოთ რამდენად იქნება ჩემი წინადადებები მისაღები პარლამენტისთვის რადგან მე არ დაგიმალავთ რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად, თუმცა იმედი მაქვს რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ამ ყველაფერს. მე პირადად ველოდი რომ მმართველი გუნდი დააყენებდა ისეთ კანდიდატურას რომელიც იქნებოდა ყველასთვის მისაღები, აღმოჩნდდა რომ ეს კანდიდატი ყველასთვის მისაღები არ არის",- მიაჩნია ფოფხაძე.

მისი თქმით, დაუშვებელია ლგბტ თემზე ძალადობა, თუმცა წინააღმდეგია ლგბტ-ის საკითხეზე "პროპაგანდისტული გამოსვლების". მისი თქმით,  ამ საკითხის ხელოვნურად პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს.  

Print