პოლიტიკა
მიზეზები, რის გამოც, ქუთაისის ახლადარჩეული მერი საკრებულოს სხდომას არ დაესწრო
FaceBook
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში ქუთაისიპოსტთან საუბარში იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც, ქალაქის ახლადარჩეული მერი, გიორგი ჭიღვარია  საკრებულოს სხდომას არ ესწრება.
"გიორგი ჭიღვარია დღეს შეუდგა უფლებამოსილების შესრულების. ქალაქის მერს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი რამდენიმე დღით ადრე როგორც თანამშრომლებთან ასევე, მასმედის წარმომადგენლებთან. მომავალში გიორგი ჭიღვარია საკრებულოში, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას დაესწრება",  -  განმარტავენ  მერიის პრესსამსახურში.

ამ  წუთებში ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის რიგით მეორე სხდომა მიმდინარეობს, სადაც  ადგილობრივ თვითმმართველობაში განსახორციელებელი რეორგანიზაციის საკითხი უკვე დაამტკიცეს. ამის გარდა, საკრებულო დღესვე კომისიების შემადგელობაც უნდა დაამტკიცოს.  საკრებულოს სხდომაზე გიორგი ჭიღვარიას არყოფნა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს. 

გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების განხორციელების შესრულებას დღეს შეუდგა. გიორგი ჭიღვარიამ მერიაში რეორგანზიაცია უკვე დაანონსა.

Print