პოლიტიკა
ქუთაისის ერთ-ერთ ვიცე-მერად ხონის გამგებლის ყოფილი მოადგილე განიხილება
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ ვიცე-მერად, შესაძლოა, ხონის გამგებლის ყოფილი მოადგილე იუზა უგულავა დაინიშნოს.
იუზა უგულავა, ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ მან ეს შეთავაზება მიიღო.

"დიახ, იყო შემოთავაზება და დიდი პატივი იქნება ჩემთვის, თუ აღმოვჩნდები ამ გუნდში", - განაცხადა ჩვენთან საუბარში იუზა უგულავამ.

იუზა უგულავა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა 4 თვის წინ დატოვა.

მასთან ერთად ქუთაისის მერის ერთ-ერთ მოადგილედ, ასევე, განიხილება, "სიას" ქუთაისის ფილიალის ყოფილი თავმჯდომარე და "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს" ხელმძღვანელი, ნინო თვალთვაძე.

ნინო თვალთვაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ქუთაისის ვიცე-მერების ოფიციალური წარდგენა 1 დეკემბერს მოხდება. 

ქუთაისის ახლადარჩეული მერი, გიორგი ჭიღვარია მუშაობას 29 ნოემბერს შეუდგა. მან პირველივე სამუშაო დღეს მერიაში რეორგანზიაცია  დაანონსა.
Print