პოლიტიკა
გიორგი ჭიღვარია მერის უფლებამოსილების განხორციელებას 29 ნოემბრიდან შეუდგება
FaceBook
ქუთაისის არჩეული მერი, გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების განხორციელებას 29 ნოემბრიდან შეუდგება. 28 ნოემბერს მას ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი მანდატს გადასცემს. 29 ნოემბერს კი, ახალი საკრებულოს სხდომას მერის რანგში  პირველად დაესწრება.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი,  გიორგი ჭიღვარია,  ქუთაისის მერად 2017 წლის 12 ნოემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მან პირველ ტურში  50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.  პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% მიიღო, ხოლო მისმა კონკურნეტმა "ნაციონალური მოძრაობიდან, გრიგოლ ვაშაძემ -27.04 %.

მეორე ტურში
კი, სადაც ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ  17.98 % მივიდა, გიორგი ჭიღვარიამ 87.55%-იანი მხარდაჭერა მიიღო. გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების  12.45% დააგროვა.

არჩევნების მეორე ტური,   ქუთაისთან ერთად 5 თვითმმართველ თემში ჩატარდა.  

გიორგი ჭიღვარია მერის პოსტზე არჩევამდე იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.





Print