პოლიტიკა
"სიტყვა "ხმოსნები" ქილიკის საგანი გახდა და ამიტომ ჩვენ გავაუქმეთ ეს სახელი" - ირაკლი კობახიძე
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტს "ხმოსნების" ნაცვლად საარჩევნო კოლეგიის წევრები აირჩევენ. აღნიშნულის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გიორგი კობახიძემ, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე, ქუთაისში განაცხადა.

"სიტყვა "ხმოსნები" ქილიკის საგანი გახდა და ამიტომ ჩვენ გავაუქმეთ ეს სახელი და მას ჩაანაცვლებს საარჩევნო კოლეგია," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს კონსტიტუციის 50 - ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესია დარეგულირებული, რომეის შემადგენლობას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა წევრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით პროპორციულად განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგირლობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. კვოტები განისაზრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილოვბრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით.


"საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 წევრს. ერთ ხმოსანს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. ერთ ხმოსანს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ხმოსანთა სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმოსანთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან ამომრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები," - ნათქვამია საქათველოს კონსტიტუციის რედაქტირებულ ვერსიაში.

ამავე დოკუმეტის მიხედვითვე, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პრეზიდენტი აირჩევა უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში.

ხოლო საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე ბოლო 2 თვეს, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი, გარდა ხელახალი არჩევნებისა, რომლებსაც ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.
Print