პოლიტიკა
"საინტერესო იქნება საზოგადოების მოსაზრებები" – კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე
FaceBook
პარლამენტში ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ძალიან საინტერესო იქნება აქ შეკრებილი საზოგადოების მოსაზრებები საკოსტიტუციო ცვლილებებზე და მადლობას ვუხდი ყველას მობრძანებისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან.

საკონსტიტუციო ცვლილებები შეეხება, გაუნაწილებელ მანდატებს, ე.წ. ბონუსების სისტემის გაუქმებას, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ მე-16 მუხლს. ასევე, ახალ კონსტიტუციაში აღარ იქნება ტერმინი "ხმოსანი" და მას "საარჩევნო კოლეგია" ჩანაცვლებს. ახალი კონსტიტუცია, ასევე, გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას.

ქუთაისის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს თბილისში განიხილავენ.

Print