პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ბიუჯეტიდან თანხა ტელევიზორის შესაძენად მიიღო
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა 2013 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, წახალისების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა ტელევიზორის შესაძენად  მიიღო - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირავლობა-საქართველოს" კვლევაში, რომელიც 2012-2014 წლებში თვითმმართველობებში გაცემულ პრემიებსა და დანამატებს ეხება. 
აღნიშნული კვლევის მიხედვით,  ხვადაგიანმა ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან 1 386 ლარი, 1 299 ლარად შეფასებული ტელევიზორისა 
(LED SAMSUNG UE40EH6030W) და 87 ლარის ღირებულების ტელევიზორის საკიდის შესაძენად მიიღო.
პრემიებისა და სახელფასო დანმატების შესახებ 2012-2014 წლების კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირავლობა-საქართველომ" გააკეთა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ამავე პერიოდში იმერეთის რეგიონში სულ 12 მილიონზე მეტი ლარის პრემია არის გაცემული.
აღსანიშნავია, რომ ქუთისის სარეკბულოს ყოფილ თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის მიერ 7 წლის განმავლობაში (2007-2013 წლები)  მიღებულმა პრემიამ 61 560 ლარი შეადგინა.


Print