პოლიტიკა
ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
FaceBook
ამ წუთებში ქუთაისში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრებს ქალაქის შემოსასვლელი გზა აქვთ გადაკეტილი. 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები, დროული გამოძიებისა და რეალური მკვლელის პოვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას ყოფილი მინისტარის ქარხანასთან არსებულ გზაჯვარედინთან მართავენ.
ცენტრალური გზის გადაკეტვა ოჯახის წევრებმა 12 საათზე დაიწყეს, თუმცა, საპატრულო პოლიციის წინასწარი მობილიზაციით, მძღოლები შემოვლითი გზით სარგებლობენ, რის შედეგადაც გზის გადაკეტვამ რეალური შედეგი ვერ გამოიღო.
აქციაზე ოჯახის წევრებს ქალაქის მაცხოვრებლებიც შეურთდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის საქმის სამართლიანი გამოძიებაა. ქუთაისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრების თქმით, გამოძიების პროცესს აჭიანურებენ.
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი "ჯიპის" მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება "კრაზის" მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
ანა ჯანაშია
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა
მემორიალი ყვავილებით ადგილობირვი მთავრობისა და ოპოზიციის
წარმომადგენლებმა შეამკეს.
12:43 / 08.08.2019
ქუთაისში, აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი ყვავილებით ადგილობირვი მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეამკეს.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით,
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ააიპ ბაგა-ბაღების
გაერთიანების ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობით 
დაინტერესდა.
15:54 / 05.08.2019
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობით  დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 6 ახალი ფრენა შესრულდება.
ქართველმა მთასვლელებმა ქვეყნის უმაღლლესი მწვერვალი, შხარა დალაშქრეს.
ქუთაისში, დავით  აღმაშენებლის #11-ში ორი სარდაფი გატეხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო  ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები - კახი კ. და გია მ. დააკავეს.
ქუთაისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრი აშენდება.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც  მიწის ჩავარდნის შედეგად ორმო წარმოიქმნა,  მანქანებს გადააგილება უჭირთ. 
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენაზე,  მერიამ  ტენდერი განმეორებით გამოცხადა.
მე-16 დღე თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებზე დასაქმებული მუშები კუთვნილი ხელფასების გაცემის მოთხოვნით გაფიცულები არიან.