კულტურა
ქუთაისში საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიხსნა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი 27 ოქტომბერს გაიხსნა.



ფესტივალის იდეის ავტორის, ნატალი პატარიძის თქმით მიზანია ქუთაისის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქორეოგრაფიული დარგის პოპულარიზაცია. 

"ფესტივალის სპეციალური სტუმარი მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავ, ირმა ნიორაძესთან ერთად არის სახალხო არტისტი, მაკა მახარაძე და მერიკაში ახალგაზრდული საკითხების წარმომადგენელი, ელჩი ანა ლეჟავა", - აღნიშნავს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, 15-მდე საბალეტო სტუდია მიიღებს. მოწვეულია სოლისტები იტალიიდან, ესტონეთიდან, ლატვია, გერმანია და სხვა ქვეყნებიდან.

ფესტივალი მიმდინარე წელს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ დაფუძნდა.

Print