კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო - ხარებისა და სამების ეკლესიებზე სამუშაოების ნებართვა არ გაცემულა
FaceBook
ქუთაისის ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ხარების ეკლესიასა და წმინდა სამების ქუჩაზე მდებარე სამების ეკლესიაზე განხორიელებულ სარემონტო სამუშაოებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვა არ გაცემულა - აღნიშნულია სააგენტოს მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მოწერილ ოფიციალურ პასუხში. 
ორივე ეკლესიის სარკმლები მეტალოპლასტმასის მასალით შეივსო.  
სამაგიეროდ სააგენტოდან 2014 წლის 11 ივნისს ამაღლების ეკლესიაზე სახურავის გამოცვლის ნებრთვა ( #09/12/99 ) გაიცა. თუმცა აღნიშნულ ეკლესიაში ასევე მეტალოპლასტმასის მასალებით მოხდა სარკმლების შევსება.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ძეგლზე დასაშვებია მხოლოდ "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების ტიპების და სახეობების განხორციელება. "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მეტალოპლასტმასის მასალით შევსება და რემონტის გაკეთება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ გამართლებულია მეთოდოლოგიურად და არ იწვევს ძეგლის დაზიანებას, მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებასა და არ აუარესებს მის აღქმას," - აცხადებენ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

ეკა კუხალაშვილი
Print