კულტურა
ქუთაისური კინოსურათი "პორტრეტები" კარლოვაცის ახალგაზრდული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
FaceBook
ქუთაისური კინოსურათი "პორტრეტები" ხორვატიის ქალაქ კარლოვაცის ახალგაზრდული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმი გადაღებულია ქუთაისის კინოსკოლის ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული განყოფილების მხარდაჭერით ​ ასოციაცია "სინერამა" ახორციელებს.

გადამღები ჯგუფის წარმომადგენელი ფილმის სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი 11 წლის სესილი მჟავანაძე ფესტივალზე მიწვეული იყო და გაიმარჯვა ნომინაციაში ,,საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმი". სესილი მჟავანაძეს გამარჯვება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.



Print