კულტურა
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 18 სექტემბერს წარადგენენ
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს კოტე აბაშიძეს თეატრში 18 სექტემბერს წარადგენენ.

ამის შესახებ თავად კოტე აბაშიძემ აღნიშნა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად ქუთაისში კულტურის მინისტრიც ჩამოვა, იგი კოტე აბაშიძეს, როგორც სამხატვრო ხელმძღვანლს ისე წარუდგენს   მესხიშვილის თეატრის დასს და ქუთაისელ საზოგადოებას.

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობისთვის სულ 7 კანდიდატი იბრძოდა. კომისიამ არჩევანი რეჟისორ კოტე აბაშიძეზე გააკეთა.
კოტე აბაშიძეს მესხიშილსი თეატრშდ დადგმული აქვს რამოდენიმე სპექტაკლი "დუპლეტი", სიყვარულის ქრესტომათია", "ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალ"ი და სხვები.

Print