კულტურა
დაბრუნება ბავშვობაში - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში თიბისი გალერიში მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გამოფენა ქუთასიში პირველად მოეწყო. დამთვალიერებელს ნინო ჩაკვეტაძის ათობით ნამუშევრის ნახვის საშუალება მიეცა.
"ნინო ჩაკვეტაძემ შექმნა განსაკუთრებული სამყარო, რომლის ნამუშევრებიც ნებისმიერ ჩვენგანს საკუთარი ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონებაში გვაბრუნებს ", - აღნიშნა კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, კინომცოდნე თამთა თურმანიძემ.
ნინო ჩაკვეტაძეს პუბლიკა იცნობს ასევე როგორც წიგნების ილუსტრატორს. მან გააფორმა გურამ პეტრიაშვილის "პატარა ქალაქის ზღაპრები", ასევე ანე კატერინა ვესტლის "დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა".
"ეს არის სამყარო რომელიც გაუხარდებათ ბავშვებს და რომელშიც იპოვიან ბევრ რამაეს უფროსებიც, ზრდასრულებიც. რამდოენიმე ფრონტზე იბრძვის ეს ავტორი, თანაც წარმატებით",- აღნიშნა მხატვარმა და ფოტოგრაფმა გელა ღაჭავამ.
გამოფენა ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით გაიმართა.
ეკა კუხალაშვილი
Print