კულტურა
ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე იქნება
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს კვლავ ლევან გაბრიჭიძე დაიკავებს. იგი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის წესით აირჩიეს. ლევან გაბრიჭიძე ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე იყო წარდგენილი. მისი კანდიდატურა ქუთაისის თოჯინების თეატრმა დაასახელა.

პროფესიით რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე 2013 წლიდან ხელმძღვანელობს თოჯინების თეატრს. მანამდე 1999-2005 წწ. ქუთაისის თოჯინების სახელწიფო თეატრის მთავარი რეჟისორიორი გახლდათ. დადგმული აქვს ათობით სპექტაკლი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში სამხატვრო ხელმძვანელი მესხიშვილის თეატრშიც გამოვლინდა.


Print