კულტურა
მესხიშვილის თეატრის დასის წევრები ამ წუთებში კულტურის მინისტრს ხვდებიან
FaceBook
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დასის წევრები და თანამშრომლები კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ამ წუთებში ხვდებიან.
როგორც ქუთაისიპოსტს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მინისტრთან შესახვედრად ქუთაისიდან 12 კაციანი შემადგენლობა გაემგზავრა. მათ შორის არიან გუნდის ის წევრები, რომლებიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ერთ-ერთი კანდიდატის, მსახიობ ენდი ძიძავას პროგრამას უჭერენ მხარს. თავად ენძი ძიძავა მინისტრთან შეხვედრაზე არ იმყოფება.

მესხიშვილის თეატრის დასის წევრები ითხოვენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევა მათი უშუალო მონაწილეობით მოხდეს და მიეცეთ საშუალება კანდიდატებზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა, შიდა არჩევნების შედეგად სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ენძი ძიძავა შეარჩია, თუმცა, ამ პოზიციისთვის კიდევ 6 კანდიდატი: - გიორგი შალამბერიძე, თორნიკე მარჯანიშვილი, კოტე აბაშიძე, მამუკა ტყემელაძე, დავით ნაცვლიშვილი და გოგა თავაძე იბრძვის.

საბოლოო გადაწყვეტლება, თუ ვინ გახდება მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კულტურის სამინისტრომ უნდა მიიღოს. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციებზე კონკურსი მიმდინარე წლის 24 ივლისს გამოაცხდა. კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაციის მიღება უკვე დასრულებულია.

ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ამ დრომდე გიორგი სიხარულიძე იკავებს.


ამავე თემაზე:

„არ გამკვირვებია“ - თორნიკე მარჯანიშვილი მესხიშვილის თეატრის მიერ ენდი ძიძავას კანდიდატურის შერჩევაზე

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის შესაძლო კანდიდატები დასახელდნენ



Print