კულტურა
5 წიგნი და ფილმი, რომელმაც ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა - ტარიელ დათიაშვილი
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზე?!

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომელიც გავლენას ახდენს"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია მწერალი და ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი.

წიგნები:

პლუტარქეს პარალელური ბიოგრაფიები

დიუმას "სამი მუშკეტერი"

სერვანტესის "დონ კიხოტი"

ბალზაკის "გამქრალი ოცნებები"

იოანე ბატონიშვილის "კალმასობა"

ფილმები:
ფელინის "გზა"
რობერტ ზემეკისის "ფორესტ გამპი"



ჯორჯ ჯ. კოსმატოსის "რემბო"
მილოშ ფორმანის "ამადეუსი"
ჯიმ ჯარმუშის "პატერსონი"



ეს ჩემი საყვარელი წიგნებია. თუმცა ღირებულებების მიხედვით თუ დაალაგებ, სხვანაირ ხუთეულს მიიღებ.
მე გავიზარდე პლუტარქეზე და ბერძნულ კულტურაზე.

ბალზაკთან ლიტერატურის გემო ვიგრძენი.
"დონ კიხოტმა" საგნების სიღრმეში გახედვა მასწავლა. "სამი მუშკეტერიც" ბავშვობიდან მიყვარს და "კალმასობამ" ყველაზე მეტად გამაოცა, რადგან ის გვიან წავიკითხე, მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, ასეთი დიდებული ქართული პროზაული ნაწარმოები თუ არსებობდა

კინოს, რაც შეეხება, აქ ძირითადად პერსონაჟები მაინტერესებს, რამდენად გამოხატავს რომელიმე პერსონაჟი ეპოქის ხასიათს. 


Print