კულტურა
5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ - თეონა ხარაბაძე
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზ?!

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე.

ჩემთვის არ არსებობს კარგი და ცუდი ტექსტი, არსებობს ტექსტები, რომლებიც ბევრს გვაძლევენ და რომლებიც არაფერს ტოვებენ. მსგავსი შეხედულება მაქვს კინოსადმიც. ზოგადად არ მიყვარს ამ თემებზე ასე ღიად საუბარი, რადგან მგონია ეს ჩემი პირადი სივრცეა, ჩემი პირადი ამბავია.

ამიტომ არასოდეს ვუმტკიცებ სხვას რა არის კარგი თუ ცუდი. უბრალოდ, ხშირად გავცემ იმ ემოციას, რაც ამა თუ იმ წიგნით და ფილმით მივიღე. ძირითადად, ამ მხრივ ჩემი რამდენიმე მეგობარი მყავს შეწუხებული. ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან თუ ფილმებიდან ბევრი რამ "მოვიპარე", იმისთვის რომ რეალურ ცხოვრებაში გამომეყენებინა. თითოეული მათგანის გავლენის ქვეშ დიდი ხნის მანძილზე ვიყავი და დღემდე ასეა.

წიგნები:

1. მილან კუნდერა "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"

2. თომას მანი "ჯადოსნური მთა"

3. მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობები

4. გაბრიელ გარსია მარკესი "მარტოობის ასი წელიწადი"

5. ერლომ ახვლედიანი "კოღო ქალაქში"
ფილმები


1.ფედერიკო ფელინი "ამარკორდი"



2. ძმები დარდენების "ვაჟიშვილი"
3. ტაკეში კიტანო "თოჯინები"
4. რობერტო როსელინი "რომი ღია ქალაქი"
5. თეო ანგელოპულოსი "მტირალა მდელეობი
6. ოთარ იოსელიანი "გიორგობისთვე"

Print