კულტურა
5 წიგნი და ფილმი, რომლებიც გავლენას ახდენენ - ქეთი ბერძენიშვილი
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზე?!

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.



წიგნები: 1 ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" 2. ფრანც კაფკა "პროცესი". 3 ეგზიუპერი "პატარა უფლისწული". 4. დოჩანაშვილი 'სამოსელი პირველი" 5. მარკესი "მარტოობის ასი წელიწადი" და კიდევ ბევრია ისეთი მწერალი და ნაწარები, რომელიც ძალიან მიყვარს და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე წავიკითხავ.

რაც შეეხება ფილმებს:

1."არაჩვეულებრივი გამოფენა" 2. "რკინის ლედი" 3. "ქალის სურნელი" 4."ერთხელ ამერიკაში" 5."აგვისტო".
ასევე, არის სხვა არაერთი ფილმი, რომელმაც იმოქმედა ჩემზე.




ყველა წიგნმა თავის გავლენა იქონია იმის მიხედვით, რომელ ასაკში წავიკითხე. მაგალითად, მარკესის "მარტოობის ასი წელიწადი" ისეთი ნაწარმოებია, რომელიც მთელი ცხოვრება გასწავლის. ურსულა სულ ჩემია. მისი უცნაურობებით. რაც შეეხება "ოსტატს და მარგარიტას" ეს არის ფენტეზის პირველი ზიარება ჩემთვის. ოოო, "პატარა უფლისწული" ჩემი საოცრებების აღმოჩენის სამყარო. სიწრფელე, სიყვარული, საკუთარი თავის აღზრდა... კაფკას "პროცესი" მძაფრი და ამავდროულად ლმობიერი. დოჩანაშვილის ყველა ნაწარმოები მიყვარს.

"სამოსელი პირველი" პირველი იყო, რაც მის შემოქმედებაში წავიკითხე, პატარა ვიყავი და შემიყვერდა დომენიკო. "უნახავს კია როდესმე ისეთი უცნაური, მკვეთრად გამოხატული ფოთლები, ანდა ისეთი მყარი
მესერი თუ უნახავს, იმ ბინდბუნდში თვალნათლივ რომ იკრეფდა ძალას... როგორ
მოცურავდნენ სახლები ძალიან შორიდან, ლოდებიც რა დინჯად ამოდიოდნენ
მიწიდან, ისეთი საშიში სიოც თუ უნახავს სადმე, გამთენიისას რომ სცოდნია და იმ
სიოს აყოლილი მკრთალი ჩრდილების მიწაზე ბოგინიც რა უცნაური და შემაშფოთ...
და შემაშფოთ... და შემაშფოთ.... და შემაშფოთ...

"ნუთუ ყოველივე, - გაიფიქრა დომენიკომ, მარადახალი მდინარის პირას იჯდა, - ნუთუ ყოველივე ეს?.." 

ფილმებს რაც შეეხება: "არაჩვეულებრინი გამოფენა" იმდენად ჩემია, საკუთარი, შინაური, დღემდე და ალბათ კიდევ მრავალი წელი ცოცხალი დიალოგებით. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ დაბუდებულა. "რკინის ლედი" მარგარეთ ტეტჩერის მოღვაწეობაზეა და ასახავს ძლიერი მმართველი ქალის ცხოვრებას. მის გადაწყვეტილებებს და ამავდროულად საოცარი სიყვარულის ამბავს. "ქალის სურნელით" ადამიანმა უნდა ისწავლო შეგრძნებების მართვა, ურთიერთოებები და სიმტკიციის წვრთნა. ოო, რა დიდებული ფილმია. "ერთხელ ამერიკაში" მაშინ გამოვიდა, როცა პატარა ვიყავი. დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში მეგობრობის, სიყვარულის, სიღარიბესთან ბრძოლის, უმეტესად განგსტერული ფსიქოლოგიით დატვირთული ამერიკის ცხოვრებამ. აკრძალული კანონების აკრძალვების ხიბლმა. "აგვისტო" ახალი ფილმია. ოჯახიდან შორს წასული შინაურების ურთიერთობებზე. მსახიობების არაჩვეულებრივი შემადგენლობა თამაშობს და თამაშობენ ვირტუოზულად. მხივლავს ასეთ ფილმები.
Print