კულტურა
5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ - დავით ლიკლიკაძე
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზე?!.
გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე.

წარმოგიდგენთ ჩემს უსაყვარლეს 5 წიგნს, რომელმაც გავლენა მოახდინეს ჩემზე და ვფიქრობ მსოფლიოზეც.
1. ჰარიეტ ბიჩერ სტოუს "ბიძია თომას ქოხი"- ეს არის ჩემი პირველი სერიოზული რომანი, რომელიც წავიკითხე და რომელზეც ბევრი ცრემლი ვღვარე. მახსოვს ევას სიკვდილი როგორ მძიმედ გადავიტანე. ჩემი ფიქრებით კარგა ხანს ვიყავი სენ კლერების ოჯახთან და ამ ტრაგედიაში ვთანაუგრძნობდი.

2 . ჯერომ სელენჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" როცა წავიკითხე იმ დღიდან ბავშვების მოდარაჯე გავხდი, რომ კლდეზე არ გადაიჩეხონ. დღესაც ასე ვარ ჩასაფრებული მომავალ თაობაზე, ჩემს სტუდენტებზე.

3. მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტი" დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, როგორც იდეალისტზე და მეოცნებე კაცზე.

4. ვაჟა- ფშაველას "სტუმარ- მასპინძელი" - გენიალური ნაწარმოები. ჩემთვის ნამდვილი კუმირია ჯოყოლა, რომლის კომპლექსებიდან ვერსაოდეს გამოვალ. დღესაც გული მაშინდელი ასაკის ბიჭივით მიმიწევს- "მარტოკამ უნდა ვიომო, ქვეყანამ დაინახოსა".

5. ლევ ტოლსტოის "ანა აკრენინა", რომელიც დღემდე "აშტერებს" კულტურულად გამოფიტულ ევროპას და მეც ცხადია. ანა არის ყველაზე ძლიერი ლიტერატურული პერსონაჟი ქალი, რომელსაც მსოფლიო მწერლობაში შევხვედრივარ. რუსული ტრაგიზმის ეს აშკარა ძეგლი დღემდე მაჯადოებს.

რაც შეეხება ფილმების ხუთეულს:

1. "წინა ღამეს ნიუ იორკში"

2. "ტოსკანის მზის ქვეშ"

3. "ნატვრის ხე" 

4. "გზა" 

5. "მამა რომა" 

Print