კულტურა
5 წიგნი და ფილმი, რომლებიც გავლენას ახდენენ - ნატალი პატარიძე
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზ?!.

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ხელოვნებათმცოდნე ნატალი პატარიძე.

1. ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" ერთერთი საეტაპო წიგნია რომლის საშუალებითაც გავიგე რა შემთხვევაში გეწოდება ადამიანი.

2.დოსტოევსკის " იდიოტი" - იმ მრავალფეროვანი პოლიფონიური იდეების და ღირებულებების გარდა რომელიც ამ წიგნს გააჩნია გავლენა მოხდინა თუნდაც იმიტომ, რომ პირველად დავფიქრდი კარგისა და ცუდის პირობითობაზე.

3. მარგარეტ ეტვუდი " მხევლის წიგნი" -როგორ შეიძლება რწმენა იქცეს მომაკვდინელბად, როცა ის არ მესახურება ადამიანურ სიყვარულს და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იყენებენ.

4. ჰომეროსი "ილიადა" და ოდისეა" - თერსიტეს პერსონაჟი ყველაზე შთამბეჭდავია დღემდე, მისი ფიზიკური ნაკლი თითქოს განპიროვნებაა სიმართლის, რომლის დანახვა არავის უხარია ყველას სძულს ზიზღს იწვევს და ბოლოს კლავენ!

5. ერნესტ ტეოდორ ამადეუს ჰოფმანი - " პატარა ცახესი ცინობერად წოდებული"- ამბავი სხვისი შრომის მითვისების, სხვის ნიჭზე ამოფარების შესახებ, როგორი არ მინდოდა ვყოფილიყავი არასდრის, ამ წიგნმა მასწავლა.

ფილმები:
1. ლარს ფონ ტრიერი " ტალღებთან მებრძოლი" როგორი შეიძლება იყოს სიყვარული, თავგანწირული და უპირობო!

2.„ ყველა თავისთვის, ღმერთი კი ყველას წინააღმდეგ“- ვერნერ ჰერცოზი- კასპერ ჰაუზენი, მხილება ცივილიზაციის როგორ იკარგება ფასადურობის მიღმა ნამდვილი ადამიანი გარკვეული ჩვენს მიერ გამოგონილი ობსესიებით

3.ინგმარ ბერგმანის " შემოდგომის სონატა"- მასწავლა სად არის ზღვარი დედობასა და კარიერას შორის

4. პედრო ალმოდოვარი " ყველაფერი დედაჩემის შესახებ"- დედობის იდეის შესახებ.


5.ფედერიკო  ფელინი" კაბირიას ღამეები"- ადამიანების ნდობა ცხოვრების ყველა ეტაპზე ღირს, ცრემლს ღიმილი მოსდევს და პრიიქით.


Print