კულტურა
5 წიგნი და ფილმი, რომლებიც გავლენას ახდენენ - თემურ ცამციშვილი
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები. რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზ?!.

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია პოლიტიკოსი თემურ ცამციშვილი.

კითხვას და ფილმების ყურებას ნებისმიერ დროს შეუძლია დიდი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე და სამუდამოდ დარჩეს მათ მეხსიერებაში.ეს არის ცვალებადი და დაუსრულებელი პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. მიუხედავად ამისა ნებისმიერ დროს ადამიანი იმყოფება ამა თუ იმ ფილმის და წიგნის ზეგავლენის ქვეშ. ჩემს შემთხვევაში ეს სია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:

სტუდენტობის დროს მეგობრის რჩევით ვუყურე კიმ კი დუკის "გაზაფხული- ზაფხული, შემოდფომა ზამთარი და ...ისევ გაზაფხული"ეს ფილმი და რეჟისორი მას შემდეგ რჩება ჩემს ფავორიტთა რიგებში,გარდა ღრმა შინაარსისა ფილმი არის უდიდესი მხატვრული ღირებულების მატარებელი. 2)ვუდი ალენის "შუაღამე პარიზში"ეს ფილმი არის ინტელექტუალური იუმორის კარგი მაგალითი.
3)"გაქცევა შოუშენკიდან"- ფილმი არის მაგალითი იმისა, რომ თავისუფლება ადამიანის ყველაზე დიდი ღირებულებაა.


4)მილოშ ფორმანი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" სამწუხაროდ ფილმში ასახული პრობლემები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და ჩვენს დროშიც ვხვდებით საზოგადოების დაყოფის და მათდამი ქცევის არაჯანსაღ მაგალითებს.
5)თენგიზ აბულაძის "მონანინება" -ფილმი ჩვენს უახლოეს ისტორიაზე მამებზე, დედებზე, ბებიებზე, ბაბუებზე და იმ თაობაზე, რომელმაც 70 წლიანი კოშმარი გამოიარა,ფილმი, რომელიც ეხება ყველას ნებისმიერ ჩვენგანს.

რაც შეეხება წიგნებს იგივე მოტივებით და იგივე შეგრძნებების ქონის გამო: 1)ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" წიგნი, რომელიც ამხელს ტოტალიტარიზმს. 2) რემარკი "ტრიუმფალური თაღი" წიგნი, სადაც ჩანს რა შედეგები მოაქვს ომის მოლიდინსაც კი და რა რთულია იძულებითი ემიგრაცია დრო, როდესაც ადგილი სიყვარულისთვისაც არ რჩება 3)ორლანდო ფეიჯესი "ნატაშას ცეკვა" წიგნი რუსეთის კულტურულ ისტორიაზე და ორი რუსეთის კარგის და ცუდის არ არსებობაზე 4) შაფაქი "სიყვარულის 40 წესი" წიგნი, რომელიც გვეუბნება, რომ სიყვარული და სიკეთე არის ღმერთი 5)ოთარ ჭილაძე "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"წიგნის ჩვენს ისტორიაზე ხასიათზე მინუსებზე და პლიუსებზე ეს წიგნი ვფიქრობ მეორედ წაკითხვისას სხვა ზეგავლენას იქონიებს ჩემზე.

Print