კულტურა
"მუსიკა ქარში" - ფილმის პრეზენტაცია ოპერის თეატრში
FaceBook
"მუსიკა ქარში"  - ამ სახელწოდების ფილმის პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში, ოპერის თეატრში. დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის ავტორების თქმით, ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ფილმი რეზო ჭეიშვილის ბავშვობიდან გარდაცვალებამდე პერიოდს მოიცავს. პროექტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

"პატარა ბავშვივით უხაროდა ფილმზე მუშაობა რომ დაიწყო, ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა დასრულებას ვერ მოესწრო. ჩემთვის ეს ფილმი ძალიან ძვირფასია, რადგან ამ ფილმით ჩემთვის რეზო გაცოცხლდა, ის ცოცხალია", -  განმარტა მწერლის მეუღლემ, მარინა ვერულაშვილმა.

პროექტის ავტორი რიტა წაქაძეა, რეჟისორი - ცისკარა ფაჩულია.

ფილმი ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

პროექტის ღირებულება 2 950 ლარს შეადგენს.



Print