კულტურა
ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლი საუკეთესოთა ხუთეულში მოხვდა
FaceBook
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისა და თეატრის კრიტიკოსების მიერ წარმოებული ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი რეიტინგების მიხედვით, ქუთაისის თოჯინების თეატრის სპეექტაკლი "მზის სხივი" წლის საუკეთესო თოჯინური სპექტაკლების ოთხეულში მოხვდა (რეჟისორი ეკატერინე სირაძე).
თეატრი შევიდა პრემიერების რაოდენობით გამორჩეულ საბავშვო და საყმაწვილო სახელმწიფო თეატრების ხუთეულშიც. ქუთაისის თოჯინების თეატრმა 2016 წელს 4 პრემიერა წარმოადგინა.

თოჯინების თეატრი რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობით გამორჩეულთა შორის მოხვდა. მის რეპერტუარში 25 სპექტკლია.
თეატრი ლიდერობს წლის განმავლობაში წარმოდგენილი სპექტაკლების რაოდენობითაც - 381 წარმოდგენა, მათ შორის "მზის სხივი" 43 ჯერ დაიდგა.

ლიდერ თეატრთა შორის დასახელდა მესხიშვილის თეატრიც.
Print