კულტურა
ქუთაისში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა პირველად გაიმართა
FaceBook
ქუთაისში ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართა.
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ტილოები წარმოადგინეს. გამოფენის ინიციატორი და ორგანიზატორი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოა, რომელმაც აღნიშნული გამოფენა პროექტის მუზეუმების კოლექციების პოპულარიზაციის ფარგლებში განახორციელა.
"ბევრი ვერ ახერხებს მირზაანში ფიროსმანის სახლ- მუზეუმის მონახულებას. ამ გამოფენების მოწყობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება საზოგადოებასთან უფრო ახლოს მივა", - აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „თამარ მეფის“, „შოთა რუსთაველის“, „თეთრი დათვი ბელებით“ და სხვა ცნობილი ტილოები.
ანთიძის ინფორმაციით ქუთაისის შემდგ გამოფენა გადაინაცვლებს წინანდალში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
"ყველაზე დიდი რაც ნიკალას ნამუშევრებშია ეს არის გულწრფელობა, არც მეგულება სხვასთან ასეთი გულწრფელობა. შეიძლება ფარჯიანთან იყოს,თუმცა აბსოლუტურად სხვაგვარი გულწრფელობაა, ფიროსმანთან პოულობ სასწაულ თვალებს, ფერებს. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მხატვარია ჩემთვის", - აღნიშნა მხატვარმა ქრისტინე რობაქიძემ
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ფიროსმანის ნახატების ამ მასშტაბის გამოფენა პირველად მოეწყო ქუთაისში.
გამოფენა ქუთაისში 30 აპრილამდე გაგრძელდება.
ეკა კუხალაშვილი
Print