კულტურა
წიგნის მცველი - აქცია ქუთაისში „წიგნების გადასარჩენად“
FaceBook
" წიგნის მცველი" ასე ქვია აქციას, რომელიც ქუთაისში წამოიწყეს.
აქციის ინიციატორი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრია. აქცია 14 აპრილიდან დაიწყო და იგი წიგნის საერთაშორისო დღეს, ანუ 23 აპრილს, დასრულდება წიგნების გამოფენით, რომელიც თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.
" საყოველთაო დიგიტალიზაციის ტექნიკური განვითარების ფონზე წიგნი ყველაზე მეტად დაიჩაგრა, ვთვლით, რომ კითხვა უნდა გახდეს მოდური და აქციის მიზანიც სწორედ წიგნის პოპულარიზაციაა", - აღნიშნავს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.
აქციის მონაწილე სოციალურ ქსელში ათავსებს ერთ ფოტოს წიგნთან ერთად და ხდება მისი ფავორიტი წიგნის "მცველი". ამბავი რეი ბრედბერის რომანის "451 ფარენჰეიტის" მიხედვით ხდება, სადაც წიგნების გადასარჩენად პერსონაჟები ხდებიან წიგნების მცველები. 23 აპრილს გამართულ გამოფენაზე ყველა წიგნის მცველი თავის რჩეულ წიგნს მოიტანს.
ეკა კუხალაშვილი
Print