კულტურა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე აქტივობა განახორციელა.

ეროვნულმა ცენტრმა ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამოფენა წარმოადგინა.

დამთვალეირებელს საშუალება მიეცა ენახა "შუა საუკუნეების ხელნაწერთა საგანძური", აკაკი წერეთელი -- ბედნიერი ნიჭის შემოქმედი, ვაჟა-ფშაველა, "ვეფხისტყაოსანი", ტაო-კლარჯეთის ხელნაწერთა შრიფტები, ხელმოწერა - ძალა ისტორიასა და სამართალში (თამარ მეფის, ერეკლე II-ისა და სხვა მეფეთა მიერ გაცემული სიგელების ფოტოგამოფენა), ხელნაწერთა მოჭედილი ყდები, პალიმფსესტები, ხელნაწერთა რესტავრაცია და სხვა რეპროდუქციები.

"ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპოლარიზაცია აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გაცნობა, თუ რა საგანძურს წარმოადგენს ხელნაწერები ჩვენი ისტორიისა და კულტურისთვის", - აღნიშნა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნარგიზ ჩოგოვაძემ.

რეპროქუციების გარდა, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, ორიგინალი ხელნაწერებიც ჩამოიტანა: აკაკი წერეთლის, ანტონ ლორთქიფანიძის ექვთიმე თაყაიშვილის და სხვების, რომელთა გამოფენაც საჯარო ბიბლიოთეკის სამკითველო დარბაზში მოეწყო.

აქვე გაიართა სამეცნიერო სესია "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები", სადაც მსმენელმა ბევრი ინფორმაცია მიიღო იმ საგანურზე, რაც ხელნაწერთა ცენტრს გააჩნია.

Print