კულტურა
დიდი კომპოზიტორის უსახელო ძეგლი ქუთაისის ცენტრში
FaceBook
ქუთაისში ქალაქის ცენტრალურ ბაღში მდებარე ზაქარია ფალიაშვილის ძეგლზე კომპოზიტორის სახელი და გვარი მითითებული არ არის.
წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებთა თქმით, ძეგლზე აბრის არ არსებობამ რიგი მოქალაქისთვის უცნობი გახადა, თუ ვისი ძეგლი დგას ქალაქის ბაღში.
"შეიძლება ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი რომ არის ყველამ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ზედმეტი ალბათ არ იქნება სახელის მიწერა. მაგალითად, ახალგაზდებიდან ბევრმა არ იცის ვისი ქანდაკებაა ეს", - აღნიშნავს ქუთაისში მცხოვრები მანუჩარ ჯიბლაძე.
წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებლების თქმით ძეგლზე სახელის არასებობამ დააბნია ტურისტთა ჯგუფიც.
"რამდენიმე ხნის წინ ტურისტები იყვნენ ბაღში და წარწერას ეძებდნენ. ვერ გაიგეს ვისი ქანდაკება იყო", - აღნიშნავს ქუთაისში მცხოვრები ნანული არაბიძე.
ძეგლი 1970 წელს დაიდგა კომპოზიტორის იუბილესთან დაკავშირებით. (მოქანდაკე ლევან მხეიძე, არქიტექტორი გივი თოდაძე)
ეკა კუხალაშვილი

Print