კულტურა
გამოფენა თაობათა ერთობით
FaceBook
ქუთაისში, საგამოფენო დარბაზში "ვარლა" იმერეთის რეგიონში მოღვაწე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


მასში 42 მხატვარი მონაწილეობდა, იმერეთის ათი მუნიციპალიტეტიდან, ტყიბულისა და ქუთაისის გარდა. წარმოგდენილი იყო 106 ნახატი - ფერწერის, გრაფიკის, გამოყენებითი ხელოვნებისა და ქანდაკების ჟანრში.

"გამოფენაში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ყველაზე უმცროსი არის 22  წლის და ყველაზე უფროსი 82 წლის. თაობათა ერთობა მნიშვნელოვანია და ჩვენთან ეს ერთობა არასდროს ირღვევა", - აღნიშნა მხატვართა კავშირის ქუთაისის (იმერეთის) ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კატალოგი, სადაც მასში მონაწილე ყველა მხატვრის ორ ნამუშევარი არის შესული.

პროექტი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენა ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

Print