კულტურა
15 ივნისს მესხიშვილის თეატრში „პიგმალიონის“ პრემიერა გაიმართება (ვიდეო)
FaceBook
შეთავაზება" პიგმალიონის" დადგმაზე მესხიშვილის თეატრმა ქალაქის მერიიდაან მიიღო.


15 ივნისს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ჯორჯ ბერნარდ შოუს "პიგმალიონი". სპექტაკლს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე დადგამს.

წარმოდგენა მიუზიკლის ჟანრში იქნება (კომპოზიტორი ფრედერიკ ლოვიე) და ჯორჯ კიუკორის ფილმის "ჩემი მშვენიერი ლედის" მოტივების მიხედვით განხორციელდება.

შეთავაზება" პიგმალიონის" დადგმაზე მესხიშვილის თეატრმა ქალაქის მერიიდაან მიიღო და ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქ ნიუპორტის დღეებს დაუკავშირდა.

"არასდროს მიფიქრია "პიგმალიონის" დადგმაზე და საკმაოდ მოულოდნელი იყო, როდესაც ქალაქმა შემომთავაზა, ბრიტანელი სტუმრების საპატივცემულოდ. ცოტა შოკისმომგვრელი წინადადება იყო, რადგან გეგმა თეატრში გაწერილი გახლდათ, ჩვენი სპექტაკლები გვქონდა დასასრულებელი. თუმცა ქალაქის მერიიდან დიდი სურვილი იყო, რომ ეს პროეექტი განხორციელებულიყო და ჩვენი დასის დიდი შესაძლებლობების გათვალისწინებით, დავთანხმდით", - აღნიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ.

ჰენრი ჰიგინსს მსახიობი გიორგი ბენიძე, ელიზა დულიტლს კი - თინათინ მოსულიშვილი განახორციელებენ.




სპექტაკლი 18 საათზე დაიწყება.
Print