კულტურა
"თეატრალური იმერეთი 2016“–ს ცხინვალისა და ტორუნის თეატრებიც შეუერთდებიან
FaceBook
20 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ქუთაისში ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2016" გაიმართება.

მასში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თეატრი მიიღებს მონაწილეობას. „თეატრალურ იმერეთს“ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრი და პოლონეთის ქალაქ ტორუნის მუსიკალური თეატრი შეუერთდება.  

სპექტაკლები ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

"ფესტივალის მიზანი ქართული კულტურის აღორძინებაა. მნიშვნელოვანია, რომ თეატრები გაეცნონ ერთმანეთის სპექტაკლებს. შეაფასონ ნამუშევრები. ფესტივალზე ამის საშუალებას ყველა მუნიციპალიტეტის თეატრს ექნება", - აღნიშნა თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოდგილემ ოთარ ლორთქიფანიძემ.

ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია. პროექტს აფინანსებენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები და ქუთაისის მერია. ამ უკანასკნელის ხარჯი 15 000 ლარს შედგენს.

"თეატრალური იმერეთი 2016"–ს სამკაციანი ჟიური ეყოლება: თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, მწერალთა კავშირის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ლანჩავა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელსაც, ასევე ჟიურის თავმჯდომარის ფუნქციაც დაეკისრება.

პრიზები 12 ნომინაციაში გაიცემა.

ფესტივალი 2002 წლიდან დღემდე მეშვიდედ იმართება.

Print