კულტურა
რუტინაში უნდა აღმოაჩინო განსხვავებული - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში თიბისი გალერეაში ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა, გამოფენა ქართული ჟურნალისტიკის დღეს მიეძღვნა.

შესაბამისად წარმოდგენილი ექსპონატების ავტორებიც წარსულში ან ამჟამად მოქმედი ჟურნალისტებიც გახლდათ. დამთვალიერებელს საშუალება მიეცა სხვა კუთხით გაეცნო ქუთაისელი ჟურნალისტები და ეხილა მათი მხატვრული გააზრებები მხატვრობისა თუ ფოტოგრაფიის კუთხით. წარმოდგენილი იყო მხატვარ ლია უკლებას, ფოტოგრაფების სოფო ბობოხიძის, მანანა ქველიაშვილის, დათო მირზაშვილის, თორნიკე ტურაბელიძის, მამუკა კაკაურიძის ნამუშევრები.
"ჩემი ფოტოსერიიდან   მაქვს ათი ფოტო წარმოდგენილი. სერიის გაკეთება დავიწყე სამი წლის წინ დუშეთში, მერე ბათუმში, სადაც დავდიოდი ყველგან ვიღებდი ფოტოებს. მთავრი მიზანი იყო ის რომ ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივი რუტინული რამ შეიძლება დაინახო განსხვავებული კუთხით, შეხედო და აღმოაჩინო განსხვავებული რამ", - აღნიშნა მანანა ქველიაშვილმა.
განსხვავებულის აღმოჩენა და დაფიქსირება წარმოადგენს მთავარ მიზანს ფოტოგრაფ სოფო ბობოხიძისთვის.
"ძალიან პატარა ასაკიდან მინდოდა რომ მქონოდა ფოტოაპარატი და იმ ადგილს რაც მინდოდა გადამეღო ვაკვირდებოდი და ვიმახსოვრებდი. 4 წლის წინ შევიძინე აპარატი, რის შემდეგაც ვიღებ ყველაფერს: ადამიანებს, პეიზაჟებს მინდა საინტერესო წამი დავიჭირო", - აღნიშნა ფოტოგრაფმა სოფო ბობოხიძემ.
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა.
ეკა კუხალაშვილი

Print