კულტურა
ურბანისტული პეიზაჟები „ვარლას“ საგამოფენო სივრცეში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" ფესტივალის "ქარავან არტ ფორუმ 2016" -ის ფარგლებში გამოფენა მოეწყო.

საგამოფენო სივრცე ურბანისტულ პეიზაჟებს დაეთმო.

"ფესტივალი ერთმანეთის ხელოვნების გაცნობის შესანიშნავი შესაძლებლობაა. არტი ენაა, მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალება, რომელსაც არ ზღუდავს საზღვარი", - აღნიშნა გამოფენის მონაწილე ქართული წარმოშობის ფრანგმა მხატვარმა, ანრი მაჭავარიანმა.

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ქუთაისში 17 მაისს გაიხსნა, რომელიც კიდევ ორ დღეს გასტანს.

"ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახელმწიფო გალერეაში არტისტების ჯგუფური გამოფენა მოეწყო.

ფესტივალი ანიტა რაჭველიშვილის კონცერტით დაიხურება. 20 მაისს, ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე, მეცო-სოპრანო კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს "Cross Over the World" წარმოადგენს, რომლის პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკში გაიმართა.








Print