მიგრაცია, შრომა და მონატრება — ქართველი ემიგრანტების ხმა ნეაპოლიდან (ვიდეო)
13:27 / 25.06.2026
„უხილავი შრომა — უხილავი ხელოვნება“ — ამ
სახელწოდებით ნეაპოლში, Sala Assoli-ს თეატრში, საჯარო დისკუსია
გაიმართა.
შეხვედრაზე იტალიაში საოჯახო შრომაში ჩართული ადამიანები შრომით
უფლებებზე, არსებულ საჭიროებებსა და ემიგრაციის გამოცდილებაზე
საუბრობდნენ.
ღონისძიება Fondazione Campania dei Festival-ის პროგრამის ნაწილი
იყო. დისკუსიის პარალელურად მოეწყო გამოფენა „უხილავი შრომა — უხილავი
ხელოვნება“, სადაც წარმოდგენილი იყო საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა
პროფკავშირის წევრების ხელნაკეთი ნამუშევრები.
გამოფენას საფუძველი 2023 წლის 8 მარტს, თბილისში ჩაეყარა. ინიციატივა
ოჯახში დასაქმებულ ქალებს ეკუთვნით. გამოფენაზე წარმოდგენილია იმ
ადამიანების ნამუშევრები, რომლებიც საოჯახო შრომის პარალელურად
ხატვით, ქსოვით, ქარგვითა და კერვით არიან დაკავებული.
ნეაპოლში პირველად გამოიფინა ლინოგრაფიული ნამუშევრებიც, რომლებიც
საქართველოში საოჯახო მშრომელებმა ლინოგრაფიის სასწავლო პროგრამის
ფარგლებში შექმნეს.
გამოფენის პარალელურად ნეაპოლში მცხოვრებ საოჯახო მშრომელებს
შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები
გაეზიარებინათ ქართველი მიგრანტების საოჯახო შრომის შესახებ.
ღონისძიება გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, პროგრამა
„შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები