ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქალაქში ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება.

ყოველი თვის ბოლოს, ქუთაისელ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, იხილოს უახლესი ქართული კინო, შეხვდეს რეჟისორებსა თუ მსახიობებს და მონაწილეობა მიიღოს კითხვა-პასუხის სესიაში.

ჩვენებების ციკლი ხვალ, 24 იანვარს დაიწყება. ნაჩვენები იქნება გიორგი სიხარულიძის “პანოპტიკონი”, ფილმის შემდეგ კი მსახიობ დათა ჩაჩუასთან შეხვედრა გაიმართება.

"გელოდებით 24 იანვარს, 19:00 საათზე, კინოთეატრ “საქართველოში.”

ჩვენებები იმართება ბუტიკ სასტუმრო "არგოს" მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია!",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


Print