კულტურა
15 იანვარს, ქუთაისში, ნატო გელაშვილი და ჭოხოები იმღერებენ
FaceBook
ქუთაისში, ყველა თაობისთვის საყვარელი კომპოზიტორისა და ავტორშემსრულებლის, ნატო გელაშვილის, ჭოხოებისა და ბენდის კონცერტი „ერთი ქალის ისტორია…“ გაიმართება.
კონცერტი, 15 იანვარს, ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ჩატარდება.

საღამო 19:30 საათზე დაიწყება, კარის გახსნა კი 19:00 საათიდანაა.

"არ გამოტოვოთ ეს უფანტასტიურესი კონცერტი, რომელიც ემოციებით, მუსიკითა და ქართული სულით იქნება სავსე. ერთად აღვნიშნით ძველი ბედობა, განსხვავებული სოლო კონცერტით, დავიბედოთ სიყვარული და სითბო. შემოგვიერთით განსაკუთრებულ კონცერტზე, ეს დღე ისტორიად იქცევა",- წერია ღონისძიების აღწერაში.

ბილეთების ფასი 70 ლარიდან იწყება და მისი შეძენა შესაძლებელია ლინკზე: http://tkt.ge/NatoGelashvili&Chokhoebi.


Print