ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს წელს
მეხუთედ უმასპინძლებს.
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “საქართველოში”
მაყურებელი მრავალფეროვან
პროგრამას იხილავს.
ჩვენებები 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალზე ჟიური ერთობლივად შეაფასებს საკონკურსო ფილმებს და გასცემს
ოქროს დინოზავრებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო
ოპერატორი და საუკეთესო ფილმი.
წელს კონკურსში შეგიძლიათ იხილოთ: კანის, ლოკარონოს, სანდენსის,
ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე
და გამარჯვებული ფილმები.
ფესტივალი 6 დღე გაგრძელდება და 2 ოქტომბერს დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები