კულტურა
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ჯაზ-ფესტივალი გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, 24-25 სექტემბერს, მუსიკალური ღონისძიება „AIA JAZZ FEST" გაიმართება, რომელიც ბიუჯეტს 60 000 ლარი დაუჯდება.

შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა [SMP250002207] ქუთაისის მერიამ უკვე გამოაქვეყნა.

შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიება პირველად გააერთიანებს ჯაზის გამორჩეულ ქართველ მუსიკოსებს ერთ სცენაზე და გამორჩეული იქნება იმით, რომ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა არა მხოლოდ მუსიკის მოსმენის, არამედ ჯაზის იმპროვიზაციისა და შემოქმედებითი გარემოს უშუალოდ შეგრძნებისა.

ბრძანებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება ინდმეწარმე ზურაბ ლოლაძესთან, როგორც AIA JAZZ FEST-ის ორგანიზატორთან, რომელიც შპს "ქართული ხმების" დირექტორია.

ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში მუსიკოსებს: მაია ბარათაშვილს, რომან რცხილაძეს და დავით მალაზონიას 15 000 -15 000 ლარს გადაუხდიან ჰონორარის სახით, მარიამ გალოგრეს - 7000 ლარს, ხოლო ეკა დოლიძეს - 8000 ლარს.

ფესტივალი მიზნად ისახავს ჯაზის მრავალფეროვნების წარმოჩენას, ქალაქის კულტურული იმიჯის გაძლიერებასა და მუსიკალური ტურიზმის ხელშეწყობას.
Print