კულტურა
სოფო ბედია, თემო საჯაია... - ქუთაისში, 14 სექტემბერს, კონცერტი გაიმართება
FaceBook
14 სექტემბერს, ქუთაისში, პროექტ „მუსიკალური შემოდგომა 2025“-ის ფარგლებში, კონცერტი გაიმართება.

მსმენელის წინაშე მუსიკალური პროგრამით ქართველი შემსრულებლები: ქეთი გომართელი, გიორგი კელაპტრიშვილი, ცირა კობიაშვილი, სოფო ბედია, ნინუცა ბედიაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ქართული ხმები, გუფი ლენდი, თემო საჯაია და თაკო გაჩეჩილაძე წარსდგებიან.

კონცერტი ასსაფეხურიან კიბეებთან, 19:00 საათზე დაიწყება.

"მუსიკალური შემოდგომა" 2025-ის ფარგლებში სულ 10 კონცერტი ჩატარდება. პროექტი კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.
Print