ქუთაისში, 11 ივლისს, კონცერტი ,,მუსიკალური ზაფხული 2025“
გაიმართება.
მუსიკალური საღამო, 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე,
20:00 საათზე დაიწყება.
მსმენელების წინაშე წარსდგებიან: ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის
ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, მაესტრო
ნიკა ნიკაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე, ქუთაისის სიმღერისა და
ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, გეგი შალამბერიძე, ლიზა
ბაგრატიონი, გიორგი ლომისელი და აჩიკო ნიჟარაძე.
კონცერტი კულტურის სამინისტროს სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს“
ხელშეწყობით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები