კულტურა
"თეატრალური იმერეთი 2025-ის" საუკეთესო სპექტაკლის მთავარი პრიზი თერჯოლის სახალხო თეატრს გადაეცა
FaceBook
საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2025“ დასრულდა.
ფესტივალის მე-16 სეზონი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ჭიათურის თეატრის სპექტაკლით ,,ცხოვრება თამაშია” დაიხურა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრანპრი თერჯოლის სახალხო თეატრმა მოიპოვა.

ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები მუნიციპალური და სახალხო თეატრები:

ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი-,,ომის ღმერთი’’ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა -,,კაცია ადამიანი’’ რეჟისორი ლაშა ლომჯარია ( ვანის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - ,,სან ნიკოლას პიაცა’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ბეგი ნიკოლეიშვილი ,,მეტამორფოზა’’ (საჩხერის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე ,,მშვიდობით თემურ!“ (ხარგაულის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი ვასილ კიკნაძე ,,მშვიდობით თემურ!“ (ხარგაულის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ელენე ბობოხიძე ,,გაიღიმე ჩიტი გამოფრინდება’’ (ხონის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი-ზურაბ ყურაშვილი ,,გაიღიმე საქართველო’’ (წყალტუბოს სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი - გურანდა ბარბაქაძე ,,ზღაპარი რუსთაველის ქ.N1-ში’’ (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიორგი ჭაფოძე ,,ათვინიერებენ მიმინოს’’ (ბაღდათის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო ქორეოგრაფია - (საჩხერის სახალხო თეატრი) ,,მეტამორფოზა’’ .

ნომინაცია - ჟიურის სპეციალური პრიზი- (ქუთაისის ერემია სვანაძის სახელობის დამოუკიდებელი დასი) ,,ემიგრანტები’’.

საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ინიციატივით, ქართული თეატრის მხარდაჭერისთვის „ქომაგის“ წოდებები გადაეცა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს და 12-ვე მუნიციპალიტეტის მერს.

წელს, საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რეგიონის პროფესიული და სახალხო თეატრების მიერ 18 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. ასევე, სტუმრის სტატუსით სპექტაკლი წარადგინა აზერბაიჯანის თეატრმა.
Print